მყუდრო სივრცე და ლამაზი გარემო ჩვენთან!
5% ქეშბექი
სასტუმრო მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, თელავის რაიონ სოფელ კისისხევთან, თელავიდან 7 კილომეტრში, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან 3 კილომეტრში.
სასტუმროში განთავსებულია 10 ნომერი: 8 ორადგილიანი და 2 სამადგილიანი საოჯახო ნომერი.
8 ნომერს აქვს ინდივიდიალური აივანი, 2 ნომერი განთავსებულია ვერანდაზე.
სასტუმროს შეუძლია 22 ადამიანის მიღება.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საწოლის დამატება.
გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კეთილმოწყობილ და მყუდრო გარემოს, სადაც ნებისმიერ სტუმარს ეძლევა შესაძლებლობა მოიწყოს კომფორტის ზონა და დაისვენოს მყუდრო გარემოში.
ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედი ვენახებზე, რომლებსაც ანაცვლებს კავკასიონის მთები და ალაზნის ველი.
ვიზიტორები დააგემოვნებენ ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს კერძებსა და საქვეყნოდ ცნობილი ქართული ღვინოებს.
მისამართი: