ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.
5% ქეშბექი
ყოველდღე 00:00-24:00
+995 32 291 11 65
საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობის ისტორია გასული საუკუნის 90-იან წლების მიწურულს – ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში – იწყება. გამომცემლობის დამფუძნებელი, ბაკურ სულაკაური, მთარგმნელი იყო, რომელმაც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში თავისი თარგმნილი წიგნის გამოცემა განიზრახა და სწორედ ამით შეიძინა პირველი საგამომცემლო გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ მან მოგვიანებით საგანმანათლებლო სფეროში გადაინაცვლა, 1999 წელს დაფუძნებული გამომცემლობა კვლავ მის სახელს ატარებს და რჩება ლიდერად ქართულ საგამომცემლო ბაზარზე.
თავისი არსებობის განმავლობაში „სულაკაურის გამომცემლობამ“ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგამომცემლო პროექტი განახორციელა; ბევრი ტექნოლოგიური ინოვაცია დანერგა; ბევრი ქართველი და უცხოელი ავტორი გააცნო მკითხველს, მაგრამ მთავარი, რითაც გამომცემლობის მაღალპროფესიონალური გუნდი ამაყობს – მის მიერ გამოცემული წიგნების მაღალი ხარისხია.
მისამართი:
ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #15
ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. #2/4 (გალერია თბილისი)
ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. #1 (სითი მოლი)
ქ. თბილისი, გლდანი მოლი (მეტრო ახმეტელის მიმდებარედ)
ქ. თბილისი, ა. თვალჭრელიძის ქ. #2 (ისთ ფოინთი)
ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37მ (აქსის თაუერსი)
ქ. რუსთავი, შარტავას და ლომოურის ქუჩების კვეთა (რუსთავი მოლი)