GREE-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
3% ქეშბექი
ყოველდღე 10:00-19:00
+995 32 288 08 20
გრიი დაარსდა 1991 წელს. მუდმივი ინოვაციებისა და ბაზარზე ორიენტირებული პროდუქტების შექმნისკენ მიმართულმა ძალისხმევამ გრიის სწრაფად მისცა შესაძლებლობა, მოეპოვებინა კონდიციონერების ბაზარზე მოწინავე პოზიციები და დაეწყო ძლიერი ბრენდის იმიჯის ფორმირება, რაც გახდა მტკიცე საფუძველი მომავალი განვითარებისათვის.
დღესდღეობით გრიი ჩამოყალიბებულია, როგორც დივერსიფიცირებული, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გლობალური ინდუსტრიული ჯგუფი. კომპანია საქმიანობს ორ ძირითად სფეროში: საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტექნიკა და სამრეწველო მოწყობილობები. გრიის ჰყავს 90,000-ზე მეტი თანამშრომელი და აღიარებულია, როგორც ინდუსტრიის ლიდერი კონდიცირების სისტემების ბაზარზე.
ევრომონიტორის უახლესი მონაცემებით, 2024 წელს გრიი გახდა მსოფლიოს №1 ბრენდი სპლიტ კონდიციონერების კატგორიაში. კომპანიის ინოვაციური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს გრიის კონდიციონერების ეფექტურ მუშაობას სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, ხოლო ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება გლობალურ დაბალნახშირბადოვან მიზნებს. გრიი აგრძელებს ჭკვიან, კომფორტულ ცხოვრებაზე ორიენტირებული სტანდარტების დამკვიდრებას და მისი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანია ENER.GE აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებს, ასევე სამშენებლო ელექტრო ინსტრუმენტებს. 2020 წელს კომპანია ENER.GE გახდა მსოფლიოს ბრენდის, გრიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
მისამართი:
ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის გამზ. #35
ქ. ბათუმი, ა. პუშკინის ქ. #95ა