კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის ავტომუზეუმში!
10% ქეშბექი
სამშაბათი-კვირა 11:00-18:00
+995 599 54 56 28
თბილისის ავტომუზეუმი შეიქმნა ცნობილი ქართველი ბიზნესმენის - გიორგი მამულაშვილის კერძო კოლექციის ბაზაზე, რომლის ექსპონატებს იგი 20 წლის მანძილზე დიდი რუდუნებით აგროვებდა.
მუზეუმში წარმოდგენილია საბჭოთა მანქანათმშენებლობის უმდიდრესი კოლექცია. მათგან ყველაზე ხანდაზმულია ქ. გორკის ავტოქარხნის კონვეირიდან 1933 წელს ჩამოსული გაზ 4 - პირველი საბჭოთა პიკაპი, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 5 ცალი არის შემორჩენილი. ექსპონირებულია ასევე მოტოციკლეტებიც.
მუზეუმის თითქმის ყველა ავტომობილი სახელობითი და ლეგენდარულია. პერმანენტულად ხდება კოლექციის გაფართოება, ასევე აქ შესაძლებელია ავტომობილების ქირაობა სხვადასხვა ღონისძიებებისთვის.
თქვენ თბილისის ავტომუზეუმში შეიტყობთ მრავალ უცნობ და საინტერესო ამბავს საბჭოთა მანქანათმშენებლობის ისტორიიდან. რეტრო მანქანების სილამაზის ხილვითა და წარსულში მოგზაურობით მიიღებთ დაუვიწყარ ესთეტიკურ სიამოვნებას.
მისამართი:
ქ. თბილისი, ავტომუზეუმის ქ. #7